Страницы

ბორა ბორა

   კლასიკური სანაპიროები, საოცრად სუფთა, გამჭირვალე, ფირუზისფერი წყალი, თეთრი ქვიშის სანაპიროები, რომანტიკული საღამოები და მშვიდი გარემო... დიახ, ეს ბორა ბორაა! ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძული წყნარი ოკენის აუზში!


კუნძული ბორა ბორა ფრანგული პოლინეზიის ლივორდის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც, თავის მხრივ, საფრანგეთის ტერიტორიას წარმოადგენს წყნარ ოკეანეში. ბორა-ბორა მცირე ზომის კუნძულია, რომლის გარშემოც გამაოგნებელი ლაგუნა და ბარიერული რიფია განლაგებული. კუნძულის ცენტრში კი ანტიკური ხანის ვულკანული წარმოშობის ორი კლდე - პაია და ოტემანუა მდებარეობს. ბორა ბორას ნამდვილი სახელწოდება პორა პორაა, რომელიც ტაიტურ ენაზე (მიეკუთვნება ენების ავსტრონეზიურ ოჯახს, გავრცელებულია ფრანგულ პოლინეზიაში, საუბრობს 100 ათასი ადამიანი) "თავიდან დაბადებას" ნიშნავს. კუნძულზე პირველად პოლინეზიელი ხალხი დასახლდა IV საუკუნეში და მათ კუნძულს Vava'u უწოდეს, თუმცა დროთა განმავლობაში ადგილობრივებმა Vava'u პორა პორად გადააკეთეს და კუნძულს პორა პორა დაერქვა. საუკუნეების შემდეგ კი, როცა კუნძული კურორტის ტიპს მიაკუთვნეს, თავდაპირველი სახელწოდება ტურისტებისთვის ძალზედ ძნელი წარმოსათქმელი იყო და ამიტომ კუნძულის საბოლოო სახელწოდებად ბორა ბორა აირჩიეს.

კლიმატი ბორა ბორაზე


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბორა ბორაზე წამსვლელ ადამაინს აინტერესებს, ამინდია. თუ კუნძულზე მოხვდებით, ამინდი სასიამოვნო დასვენებაში ხელს ვერ შეგიშლით, რადგან ბორა ბორაზე და მის ახლოსმდებარე კუნძულებზე მუდამ მზე და დიდი ტემპერატურაა. აქ მხოლოდ ორი სეზონია: ზამთარი, რომელიც ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება და ზაფხული, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე გასტანს ხოლმე. ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 46 გრადუსია, ხოლო ზამთარში 43 გრადუსი.


შეგახსენებთ, რომ ბორა ბორა ერთი-ერთი ყევლაზე პოპულარული კუნძულია და მას ხშირად სტუმრობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რიანა, კიმ კარდაშიანი, ირინა შეიკი და მრავალი სხვა. ბორა ბორას ყოველწლიურად 120, 000-160,000 ვიზიტორი სტუმრობს.